სირიაში „ალ-ქაიდას“ მებრძოლი მოკლეს

სირიაში „ალ-ქაიდას“ მებრძოლი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. საზოგადოებისთვის ის წელს გავრცელებული კანიბალური ქმედებების ამსახველი ვიდეოდან არის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტის ლიკვიდაციის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, იგი სირიის სამთავრობო ჯარებმა მოკლეს, სხვა წყაროები კი აცხადებენ, რომ აბუ საკარი ”ალ-ნუსრას” მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები