ლევან მამალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ მამალაძემ 2030.news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მამალაძის პარტია „სახალხო ხელისუფლება“ ცესკოში ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა.
როგორც ლევან მამალაძემ 2030.news-ს განუცხადა, წინასაარჩევნო კამპანია პარტიამუკვე დაიწყო, თუმცა მისი ტირაჟირება არ ხდება.
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“. რეალურად დღეს ხელისუფლება მოწყვეტილია ხალხს, ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებაში ბევრი არალეგიტიმური ჯგუფია. ჩვენი პარტიის მთავარი მიზანია, რომ რეალურად ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდეს, აღდგეს სოფლებში ის წართმეული საკრებულოები, რომლებიც გააუქმეს. ჩვენ საზოგადოებას ყველა სიკეთეს შევთავაზებთ. სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე ჩამოვაყალიბეთ. პარტიის თავმჯდომარე მე არ ვიქნები, თავმჯდომარე უკვე არჩეული გვყავს და ეს არის ზურაბ კუდიაშვილი. ასევე უამრავი ადამიანი გვყავს პარტიაში. ჩვენ ვკრიბავთ ისეთ ხალხს, რომელსაც ენდობა საზოგადოება. მე ამ პარტიას ვეხმარები და ლიდერი ვარ“, – განუცხადა ლევან მამალაძემ 2030.news-ს.
ამასთან, ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები