დღეს ჩინეთში აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საჯარიმო ტარიფები ამოქმედდა
სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის მწვავდება. პეკინმა ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები დააწესა,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
დღეს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ჩინეთის ახალი ტარიფები ამოქმედდა. რიგ ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე დაწესებულია 10-15 პროცენტიანი სადამსჯელო გადასახადები. როგორც მედია იუწყება, ეს გაკეთდა აშშ-ში ჩინურ იმპორტზე ტარიფების მორიგი ზრდის საპასუხოდ.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლა დაწესებული დამატებითი 15 პროცენტი ტარიფები ვრცელდება აშშ-დან ქათმის, ხორბლის, სიმინდისა და ბამბის იმპორტზე. 10 პროცენტიანი გადასახადი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, თევზზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.
10 მარტამდე გაგზავნილი და ჩინეთში 12 აპრილამდე ჩასული საქონელი არ ექვემდებარება ახალ საბაჟო რეგულაციას.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ჩინურ საქონელზე 10%-დან 20%-მდე, ასევე, დააწესა ახალი 25%-იანი გადასახადი თავისი მეზობელი ქვეყნებისთვის – კანადისა და მექსიკისთვის.