ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა
ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ იორკშირის სანაპიროსთან, ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, შეჯახებაში მონაწილე ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ნავები და მეხანძრე-მაშველები, კოორდინირებულია სანაპირო დაცვის სამაშველო ოპერაცია.
დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია.