კანადის პრემიერის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი ჩაანაცვლებს
კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი ჩაანაცვლებს.
პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.
მან პირველი ვანცხადებები უკვე გააკეთა.
“ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით. ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს”, – აღნიშნა გამარჯვებულმა კარნიმ.
ასევე, მან განაცხადა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.
“ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში”,- აღნიშნა კარნიმ.
ამასთან, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.