გიორგი მღებრიშვილმა გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს, გერმანიის ფედერალური მიწების – ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს, ბუნდესტაგის წევრს, მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს, შტეფან მაიერს და ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის, ასევე, ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიღწეული პროგრესი, სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარება, არალეგალური მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები