ღარიბაშვილის საჩუქარმა ჯონ კერის გული აუჩუყა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. სახელმწიფო მდივანი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო – ამერიკის ურთიერთობებს იმედის თვალით უყურებს.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში. მადლობელი ვარ, რომ მოგვეცა საზიარო ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა. იმედის თვალით შევყურებ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცებას მომდევნო თვეებსა და წლებში. მადლობას მოგახსენებთ საჩუქრისთვის, უმშვენიერესი სკულპტურისთვის. თქვენი საჩუქრის სიმბოლური მნიშვნელობა გულისამაჩუყებელია. ის ყოველთვის მომაგონებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე კავშირებს“, – ნათქვამია წერილში.