საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული მალე დაიწყება

უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებათა სერია – ბიბლიოთეკების კვირეული – წელს 16-22 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონულ თუ სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართება. კვირეულის დევიზია: „საინფორმაციო ტექნოლოგიები – ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“
კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები მასპინძლობენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ტარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.
კვირეულის პერიოდში ბიბლიოთეკარები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივად ეძებენ და ჭრიან საერთო პრობლემებს, აგრეთვე, ჯამდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტები.
წელს საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება 16 აპრილს, 14:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.
კვირეული კი 22 აპრილს, 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დაიხურება, სადაც გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები – ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები