CinéDOC-Tbilisi on Tour -ის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის მე-8 ჩვენება გაიმართება

6 აპრილს, 19:00-დან 21:00 საათამდე CinéDOC-Tbilisi on Tour-ის ფარგლებში რიგით მე-8 ჩვენება ტექნოპარკში გაიმართება. ქართველ მაყურებელს ექნება უნიკალური შანსი, იხილოს Microsoft-ის თანაპროდუსინგით შექმნილი შემოქმედებით-დოკუმენტური ფილმი „დიდი ოცნება“. კელი კოქსის ფილმი ეხება ტექნოლოგიურ სფეროში გოგონების როლს. სურათში მოთხრობილია 7 წარმატებული სტუდენტის ისტორია, რომლებმაც საკუთარი გამოგონებების წყალობით მოახერხეს, რომ მათით დაინტერესდნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: გუგლი, ფეისბუქი, ლინკდინი, ნასა და სხვ.
ფილმის გმირების ოცნება, მომავალი თაობების შთაგონება და ამ სფეროთი მეტი გოგონას დაინტერესებაა. ფესტივალი CinéDOC-Tbilisi მაყურებელს შესაძლებლობას სთავაზობს, იხილოს უნიკალური სარეჟისორო ხედვით შექმნილი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები, გამორჩეული ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსიები კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები