აზერბაიჯანული მხარე – თუ სომხეთი ცეცხლს არ შეწყვეტს, ჩვენ სტეპანაკერტს დავბომბავთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები ცეცხლს არ შეწყვეტენ, ისინი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანკენდიზე (სტეპანაკერტზე) სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.
„სომხური მხარე მთელი ღამე ინტენსიურად ბომბავდა აგდერის და ფიზულის რაიონების დასახლებულ პუნქტებს. თუ დაბომბვები არ შეწყდა, ამ მოქმედებების საპასუხოდ ჩვენ ხანკენდიზე დარტყმას განვახორციელებთ“, – განაცხადა დარგიახლიმ. მისი თქმით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა შესაბამისი ბრძანება უკვე გასცა.
ქალაქები აგდერე (მარდაკერტი) და ფიზული (ვარანდა) მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2 აპრილს განახლდა. მას შემდეგ იქ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები