ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების „ოსკაროსანი“ პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის
ეროვნული კინოცენტრის მოწვევით თბილისში ანიმაციური ფილმების „ოსკაროსანი“ პროდიუსერი სილია ვან დაიკი ჩამოდის. იგი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის – რეჟისორებისთვის, პროდიუსერებისთვის, სცენარისტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.
სილია ვან დაიკს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ 1985 წელს გადაეცა ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა”.
იგი სხვადასხვა წარმატებული ნამუშევრისთვის ასევე ფლობს ისეთ ჯილდოებს როგორიცაა: საფრანგეთის კინოაკადემიის სახელმწიფო პრემია (“cubeMENcube”, 1975), ორი “ოქროს დათვი” (“Pas Aux Due”, 1989 და “I Move So I Am”, 1998), “ოქროს ხბო” (“A Good Turn Daily”, 1983) და კიდევ მრავალი აღიარებული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.
ღონისძიების განრიგი: 4 აპრილი, კინოთეატრი „ამირანი”, (კოსტავას ქ. 36), 12:00 – ჰოლანდიელი რეჟისორის გერიტ ვან დაიკის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა; 14:00 – პროდიუსერ სილია ვან დაიკის ვორკშოფი ღონისძიბებზე დასწრება თავისუფალია.