ლევან თუთბერიძის “მოირა” პეკინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი
ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო სექციაში Tiantan Awards არის წარდგენილი. კინოფესტივალი პეკინში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება. იგი 16 აპრილს აიღებს სტარტს და 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ამავე კინოფესტივალის კიდევ ერთ საკონკურსო სექციაში Forward Future ასევე ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” მონაწილეობს.