ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
დღეს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ცნობილი ქართველი მწერლის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ჯანსუღ ღვინჯილიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ცნობილი ქართველი მწერლები, მსახიობები და ანსამბლები მიიღებენ. საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით იმართება.