რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-7 აპრილს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები გაიმართება. ზუგდიდში, ლანჩხუთში, სენაკში, დაბა ურეკში, ქუთაისსა და სამტრედიაში მსმენელებს საშუალებას ექნებათ, გაეცნონ აუთენტურ ინსტრუმენტებზე და აუთენტური მანერით შესრულებულ ბაროკოს ეპოქის მუსიკას.
აპრილში დაგეგმილ კონცერტებში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი მიიღებს. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი კონცერტებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 15-16 მაისსაც გამართავს. ამჯერად ორკესტრს გერმანელი დირიჟორი კრისტოფ მაიერი უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები