აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით იმართება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე, შალვა მუქერია და პიანისტი დავით ალადაშვილი. სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები