რობი უილიამსი თბილისში კონცერტს 27 მაისს გამართავს
ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი თბილისში კონცერტს 27 მაისს, “დინამო არენაზე” გამართავს. მუსიკალური ბენდი Groovesonix “ტვიტერზე” ავრცელებს ინფორმაციას, რომ რობი უილიამსს მუსიკალურ დახმარებას ისინი გაუწევენ.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ რობი უილიამსის მუსიკალური მხარდამჭერები 27 მაისს, “დინამო არენაზე ჩვენ ვიქნებით “, – წერია ბენდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.