აზერაბაიჯანის თავდაცვის უწყება: შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა
მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “მი 24”-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი ტანკი ნაღმზე აფეთქდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხური მხარის 6 ტანკი და 15 საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს. ასევე, მოკლულია და დაშავებულია 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო.