ჩიბიროვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების საკითხები განიხილეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების საკითხები განიხილეს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
შეხვედრა „გაზპრომის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. რუსულმა ბუნებრივი აირის მონოპოლისტმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა გენერალური გეგმა, რომლითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგება მოხდება. ეს როგორც ქალაქების, ასევე სოფლების გაზიფიცირებას ეხება. ლეონიდ თიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლების გაზიფიცირება იქ მოსახლეობის დაბრუნებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.