სომალიში დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ ლიდერი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ ლიდერი ჰასან ალ-დხური ამერიკული ავიადარტყმის შედეგად იყო ლიკვიდირებული. ამის შესახებ პენტაგონის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ოპერაცია სომალის მთავრობასთან ერთობლივად ჩატარდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის პიტერ კუკის ინფორმაციით, „დხურის დაღუპვა „აშ შაბაბზე“ სერიოზული დარტყმაა, რომელიც სომალის და აშშ-ის მოქალაქეთა, ასევე შეერთებული შტატების პარტნიორების წინაღმდეგ შეტევებს ამზადებდა“.
პენტაგონის ინფორმაციით, დხური სომალიში სულ მცირე ორ ტერორისტულ აქტთან – მოგადიშოში აფრიკული კავშირის ბაზაზე 2014 წელს მომხდარ შეტევასთან და 2015 წელს სომალის დედაქალაქში ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელებულ შეტევასთან იყო დაკავშირებული. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, დხურის ლიკვიდაციის ოპერაცია სომალის სამხრეთ ნაწილში ჩატარდა. ავიადარტყმის შედეგად კიდევ ორი „ბოევიკი“ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები