ვიეტნამის პრეზიდენტად უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი აირჩიეს
ვიეტნამის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად შიდა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ჩან დან კუანგი აირჩია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის და ხალხის წინაშე ერთგულების ფიცი დადო.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ვიეტნამის სპეცსამსახურები ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრების გამო არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტი. დასავლეთის ქვეყნები ვიეტნამს დემოკრატიული რეფორმების სანაცვლოდ ეკონომიკურ დახმარებას ჰპირდებიან.