ბორის ჭიაურელის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
დღეს, 18.00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში პროფ. ბორის ჭიაურელის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მონაწილეობას მიიღებენ პროფ. მანანა დოიჯაშვილი, პროფ. ნანა დიმიტრიადი, ს. ცინცაძის სახ. საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი პროფესორების: კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის, ოთარ ჩუბინიშვილისა და ნოდარ ჟვანიას შემადგენლობით… ასევე – თამარ ლიჩელი, გიორგი ლევინოვი, გიორგი ცაგარელი, თორნიკე გეწაძე. ბ-ნ ბორის ჭიაურელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრებს პროფ. დოდო გოგუა.
ხსოვნის საღამოზე წარმოდგენილი იქნება ბ-ნ ბორის ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-ვიდეო-აუდიო საარქივო მასალა, დამუშავებული და მოწოდებული კონსერვატორიის მუზეუმის ხელმძღვანლის – ქ-ნ მარინა ჩიხლაძის მიერ.. საღამოს უძღვება პროფ. ნათელა კვირკველია.