დღეიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის და გასვლის წესი იცვლება
უცხოელებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის და იქიდან გასვლის წესი დღეიდან იცვლება. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.
1-ლი აპრილიდან ოკუპირებულ რეგიონში უვიზოდ მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ჩასვლას, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. რაც შეეხებათ პირებს, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში უვიზოდ ჩავა, მათ იქ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთს უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება აქვს გაფორმებული რუსეთთან და ნიკარაგუასთან. ამ ორი ქვეყნის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარეს.