თურქეთში აფეთქებას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ დიარბაკირის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელია.
თვითმხილველების განცხადებით, ავტობუსის გაჩერებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც პოლიციის დაჯავშნილმა ავტომობილმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები