თურქეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თურქული მედიის ცნობით, აფეთქების მომენტში დანაღმულ ავტომობილს პოლიციის ავტომანქანამ ჩაუარა.
სავარაუდოდ, სწორედ ის იყო ტერორისტების სამიზნე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და ქუჩაში გამვლელი დაიჭრა. დიარბაკირის პროვინცია ბოლო რამდენიმე თვეა დაძაბულობით გამოირჩევა. აქ „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკები“ პოლიციას და თურქეთის ჯარს რეგულარულად თავს ესხმიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები