სომხეთის პრეზიდენტი ირანთან ურთიერთობების გააქტიურებას აპირებს

ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება სომეხი ბიზნესმენებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სარგსიანი ამბობს, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია გაერთიანებული. ამის მიუხედავად, ერევანი ევროკავშირთან თანაშრომლობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა რამდენიმე რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტის ინიცირება მოახდინა. შენდება მაგისტრალი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, ირანის მხარესთან რკინიგზის მშენებლობის საკითხი განიხილება, სომხეთი აქტიურად მონაწილეობს „აბრეშუმის გზის“ პროექტშიც ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები