რუსეთში უკრაინის უშიშროების თანამშრომელი ჯაშუშობისთვის დააკავეს

რუსეთში უკრაინის უშიშროების სამსაურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი იური ივანჩენკო დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ის რუსეთის ფედერაციაში ნათესავების მონახულების საბაბით ჩავიდა.
რუსეთის უშიშროების ცნობით, ივანჩენკო უკრაინის უშიშროების სამსახურმა და აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სპეციალური ოპერაციისთვის მოამზადეს.
რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ივანჩენკოს უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის საკუთარი მომსახურება უნდა შეეთავაზებინა, სინამდვილეში კი ამ სტრუქტურაში ჩანერგილიყო და კვლავ უკრაინის და აშშ-ის დაზვერვებზე ემუშავა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ივანჩენკოს მოქმედებას რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანი არ მიუყენებია, ამიტომ მას უკრაინაში გააძევებენ და რუსეთში ჩასვლას აუკრძალებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები