ინდოეთში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა (ვიდეო)

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში (ძველი სახელწოდება – კალკუტა) მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავდაპირველად ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. ამასთანავე, ინდური მედია 17 დაღუპულის შესახებ იტყობინება. ჩამონგრეული ესტაკადა 2009 წლიდან შენდება, მაგრამ მშენებლობის დასრულების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა.
ცნობისთვის, ინდოეთში ბოლო დროს მშენებარე ობიექტების ჩამონგრევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში ამას უსაფრთხოების და მშენებლობის ხარისხის დაბალი სტანდარტები იწვევს.
12899781_10205712187395565_1906984173_n 12910237_10205712187435566_529197769_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები