ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მუსულმანებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას აძლევს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა სოხუმის ადმინისტრაციას დაავალა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება ხაჯიმბამ მუსულმანების სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელთან, რომან ჯუღელიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც ჯუღელიამ განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.