სააკაშვილი ოდესის ოლქის ახალ პროკურორს კორუფციის მაძღარ, საზიზღარ სიმბოლოს უწოდებს

„კორუფციის მაძღარი საზიზღარი სიმბოლო“ უწოდა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის პროკურორად დანიშნულ ნიკოლაი სტოიანოვს. სტოიანოვი ამ თანამდებობაზე დავით საყვარელიძის ნაცვლად დაინიშნა, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გენპროკურორის მოადგილის და ოდესის ოლქის პროკურორის თანამდებობებიდან გადააყენა.
„ნიკოლაი სტოიანოვი არის მულტიმილიონერი, ძველი, მაძღარი პროკურორი, რომელიც ყველა შესაძლო დანაშაულში – რეკეტში, გამოძალვაში, ბიზნესის „დაკრიშვაში“ მონაწილეობდა. ეს არის ყველაზე საზიზღარი, მაძღარი კორუფციის სიმბოლო“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინის ერთ-ერთი ტელევიზიით გამოსვლისას.
მან ასევე დაამატა, რომ დავით საყვარელიძე უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რომელიც მას თანამდებობაზე აღდგენას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები