პესკოვი – უკრაინის დეპუტატთა ინიციატივა სრული უგუნურობაა

„სრულ უგუნურობას“ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე „რია ნოვოსტი“ უყწყება.
„ბოლო დროს კიევის ზოგიერთი ინიციატივა სრულ უგუნურობას ჰგავს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სჯობს დაველოდოთ, მიიღებს თუ არა უმაღლესი რადა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე რაიმე გადაწყვეტილებას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადის წევრმა ვლადიმერ პარასიუკმა გაავრცელა. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები