ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)
ინდოეთის ქალაქ კოლკატასთან (ძველი სახელწოდება კალკუტა) ნახევრად აშენებული საავტომობილო ესტაკადა ჩამოინგრა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ 150 ადამიანია მოყოლილი. ასე რომ, დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ესტაკადა მის ქვეშ მდებარე გზაზე ჩაინგრა, სადაც საკმაოდ ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა. ამჟამად შემთხვევის ადგილას მაშველები მუშაობენ. ამ ესტაკადის მშენებლობა 2009 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა ის ჯერ კიდევ არ დასრულებულა.