დაღესტანში მომხდარ მეორე ტერაქტზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო“ დაღესტანის დასახლება სირტიჩში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრი SITE Intelligent Group იუწყება. ეს საიტი ინტერნეტში ექსტრემისტების განცხადებების მონიტორინგს აწარმოებს. ტერორისტული აქტი დაღესტანის ტაბასარანსკის რაიონში მოხდა. მძღოლი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ბლოკსაგუშაგო გაიარა, ხოლო შემდეგ ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
29 მარტს დაღესტანში პოლიციის ავტოკოლონაზე თავდასხმა მოხდა. ტერაქტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. ამ ტერაქტზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები