პენტაგონი – „ისლამური სახელმწიფო“ მალე განადგურებული იქნება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მალე განადგურებული იქნება. ამასთანავე, პენტაგონში დარწმუნებულები არიან, რომ ისლამისტების დასამარცხებლად მხოლოდ სამხედრო მოქმედებები საკმარისი არ არის და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.
როგორც გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ რობერტ უორკმა განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა მიმდინარეობს და ეს დაჯგუფება მალე განადგურდება. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი აცხადებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად რამდენიმე წელი იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები