უნგრელი მწერალი იმრე კერტესი გარდაიცვალა

უნგრელი მწერალი იმრე კერტესი, რომელიც 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კერტესი მეორე მსოფლიო ომის დროს ისვენციმის და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში იჯდა. იმრე კერტესი ღარიბ ებრაელთა ოჯახში დაიბადა. 15 წლის ასაკში ის ნაცისტებმა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. ოსვენციმსა და ბუხენვალდში გატარებული უმძიმესი წლები კერტესმა თავის შემოქმედებაში ასახა. ნობელის პრემია მწერალმა მიიღო „ლიტერატურული საქმიანობისთვის, რომელიც პიროვნების და ისტორიის ბარბაროსულ აღვირახსნილობას შორის დაპირისპირებას ასახავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები