საქართველოს სახალხო მხატვარ თემო გოცაძესთან შეხვედრა გაიმართება
2 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სახალხო მხატვარ თემო გოცაძესთან. შეხვედრა მოეწყობა გალერეაში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში – ,,ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“.
ავტორსა და დამსწრე საზოგადოებას შორის შედგება დიალოგი ზოგადად მხატვრის შემოქმედებასა და მის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ნამუშევრების შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე.