საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველო – აშშ-ს ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.
შეხვედრისას საუბარი საქართველო – აშშ-ს ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნები საკუთარ მომვალთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით გამოდიან. ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგონების ლიდერები საკუთარ მომავალს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ხედავენ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება, როგორ აღმოსავლეთის ასევე, ევროპის ქვეყნებისათვის.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს ახლო მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერთობლივი პროექტები უკავშირდება როგორც ენერგომატარებლებს, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის რეგიონისაკენ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ლაპის ლაზული“, დღეს აქტიური განხილვები მიმდინარეობს თურქმენეთთან ამ პროექტთან დაკავშირებით და რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს პროექტი, რომელიც 2019 წელს დასრულდება და გულისხმობს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და განსაზღვროს იგი.