გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ, ფილიპ ჰამონდთან ერთად შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანთან ფილიპ ჰამონდთან ერთად რუსთავში შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობისგაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე.
პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 125 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები