ჩრდილოეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი მკვიდრი მოკლეს

ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სოფელ ოქტიაბრსკოეს მკვიდრის წინააღმდეგ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს ადამიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩასული ორი პირის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობა ოქტიაბრსკოეს დასახლებაში მოხდა. იან ქარქუსოვს სამხრეთ ოსეთის ორ მკვიდრთან – ძმებთან რუსლან და სოსლან გოჩიევებთან კონფლიქტი მოუვიდა. ამ დროს ქარქუსოვმა გოჩიევებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – საავადმყოდოში. მოგვანებით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. იან ქარქუსოვიც წარმოშობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები