ბათუმის ჯაზფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე ლორენ ჰილი იქნება

ბათუმის ჯაზფესტივალის პირველი მონაწილე ცნობილია! 17 ივლისს მის ლოურენ ჰილი შავი ზღვის ჯაზფესტივალზე იმღერებს. ცნობილ ვარსკვლავთან მოლაპარაკებები დასრულებულია. მის ლოურენ ჰილი ბათუმს 17-კაციან ბენდთან ერთად ეწვევა. ცნობილია, რომ ზღვისპირა ქალაქში, ფესტივალის ფარგლებში, ინგლისელი შემსრულებელი ჯამი კალუმიც ჩავა.
“ისთერნფრომოუშენი”, ფესტივალის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 4 დღის ნაცვლად, 10-დღიან საფესტივალო პროგრამას ამზადებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში 15-დან 24 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები