ლევან ბერძენიშვილი: „მრეწველებს“ არასოდეს დავუკავშირდებით

„არა მგონია, „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე ნაბიჯი ოდესმე დაკავშირებული იყოს ისეთ პარტიასთან, როგორიცაა ,,მრეწველები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთანავე, პარლამენტის წევრმა დასძინა, რომ „რესპუბლიკური პარტია” არ განიხილავს კოალიციიდან გასვლის საკითხს.
მისი თქმით, ,,რესპუბლიკურმა პარტია” 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით განცხადება აუცილებლად გაკეთდება.
,,რესპუბლიკური პარტია” არ განიხილავს კოალიციიდან გასვლის საკითხს. რჩება, არ გადის და არ ვიცი, კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე. კოალიცია მივა არჩევნებამდე, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ – ,,რეპუბლიკურმა პარტიამ” ვისმჯელეთ მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ახალი გადაწყვეტილება ,,მრეწველებსა” და რეპუბლიკელებს” შორის არსებული უთანხმოებით გამოწვეული, ბერძენიშვილის თქმით, ,,რესპუბლიკური პარტია” გაცილებით უფრო სერიოზული პარტიაა. ,,არა მგონია, „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე ნაბიჯი ოდესმე დაკავშირებული იყოს ისეთ პარტიასთან, როგორიცაა ,,მრეწველები”. ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია ჩვენი თავი,” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები