მიხეილ ჯანელიძემ უნგრეთში ბიზნესფორუმი გახსნა (ფოტოკოლაჟი)

უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 29 მარტს ბიზნესფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, უნგრეთის სავაჭრო სახლი და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო იყვნენ.
ბიზნესფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს. მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უნგრელ ბიზნესმენებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს რეგიონალური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განხორციელების მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი ბიზნესმენები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები უნგრეთიდან.
12938153_10153358560580899_3885161811241792282_n 12919698_10153358559955899_6107026920914330215_n 12376300_10153358560510899_1369560621890646894_n 12072567_10153358560195899_4813236077464851272_n 11217506_10153358560460899_3126503419653818942_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები