რუსეთში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

რუსეთის პრომორსკის მხარეში „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი სოფელ ჩერნიგოვკაში, დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. კატასტროფის შედეგად მიწაზე სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მედიკოსები და მაშველები გავიდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმფრინავის დაცემის ადგილას აფეთქებების ხმები ისმოდა და შავი კვამლი ჩანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები