გიორგი მღებრიშვილის სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა.
 ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზენევს, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ თომას დე მეზიერეს, ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობის და ტრანსპორტის მინისტრ იოაჰიმ ჰერმანს, ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტ რობერტ ჰაიმბერგერს, რაინლანდ პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს, ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრ ბორის პისტორიუსს, რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, სახელმწიფო მდივან ბერნარდ ნებესს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
 შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები