“რეინვესტირება ხელს შეუწყობს არა მარტო დასაქმებას, არამედ – ქვეყნის ეკონომიკასაც”

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტ სარა უილიამსონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მათ რჩევებს ითვალისწინებს. ამის შესახებ მან საგადასახადო რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ესტონური მოდელის დანერგვა და მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო ჩვენს რჩევებს ითვალისწინებს. ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. რეინვესტირება კი ხელს შეუწყობს არა მარტო დასაქმებას, არამედ, ქვეყნის ეკონომიკასაც. რთულია იმის თქმა, როდის მოხერხდება ეს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2017 წლის იანვარში, ეს უკვე შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნა უილიამსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები