ევიპტის თვითმფრინავის გამტაცებელს ყალბი „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა

კვიპროსის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელს ყალბი „შაჰიდის ქამარი“ ჰქონდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ინფორმაცია ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროშიც დაადასტურეს. თვითმფრინავი A-320 MS181-ის რეისს ასრულებდა და ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა.
ავიალაინერი კაიროს უნივერსიტეტის პროფესორმა, 59 წლის სეიფ ად-დინ მუსტაფამ გაიტაცა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიალაინერი ეგვიპტის 27 წლის მოქალაქემ გაიტაცა, რომელიც ატლანტის უნივერსიტეტში სწავლობს. გატაცების შემდეგ პილოტებმა ავიალაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში დასვეს. მოგვიანებით გამტაცებელი კვიპროსის სპეცრაზმმა დააკავა. არც ეკიპაჟის წევრები, არც მგზავრები არ დაშავებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები