პარლამენტში გიგა ბუკია და გიორგი ბარამიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის დეპუტატებს გიგა ბუკიასა და გიორგი ბარამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან იზორიას უსმენდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, კოლეგა გიორგი ბარამიძეს გამოსვლა გააპროტესტა, რომელმაც სუს-ის საქმიანობა და მის მიერ წარდგენილი ანგარიში გააკრიტიკა.
როგორც ბუკიამ განაცხადა, თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იყვნენ, მოსახლეობის 90% კი შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდა. ბუკიამ აღნიშნა ისიც, რომ ბარამიძე რუსულ საფრთხეზე საუბრობს ახლა, როცა დსთ-ში საქართველოს შესვლას ორივე ხელით დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები