აშშ-მა, „მაგნიტსკის სიის“ ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა
აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო” შეეხო.
“ვაგრძელებთ უნგრეთის ლიდერებისთვის მოწოდებას, კორუფციას პასუხი გასცენ პროაქტიულად, ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი წვლილს შეიტანს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსსა და უფრო წარმატებულ ევროპაში“, – ნათქვამია მილერის განცხადებაში.