ირაკლი სესიაშვილი: ვერ ვხედავ საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრმა არ შეინარჩუნოს თანამდებობა

“რესპუბლიკური პარტია” რჩება როგორც კოალიციაში, ასევე მთავრობაში, მათი წარმომადგენლები იკავებენ პოსტებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რესპუბლიკელების” მიერ კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პარტია ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ამას თავად გადაწყვეტს.
“გუშინ უმრავლესობის სხდომა გვქონდა და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიხილავდით ყველა საკითხს. მე რა განცხადებაც მოვისმინე, არის ის, რომ “რესპუბლიკური პარტია” რჩება როგორც კოალიციაში, ასევე მთავრობაში. მათი წარმომადგენლები პოსტებს იკავებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ყველა პარტია ისე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ამას თავად გადაწყვეტს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თანმდებობა, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამის საფუძველს ვერ ხედავს. “მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ თავდაცვის მინისტრმა არ შეინარჩუნოს თანამდებობა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები