გია ვოლსკი: არ მომწონს, როცა ადამიანებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ისევ გვისმენენ

ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, შევქმენით სისტემა, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია ნებისმიერი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი არ იზიარებს კამპანიის – “ეს შენ გეხება” პოზიციას, რომ ისევ გვისმენენ.
“საჭიროა ძალიან კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან კრიტიკული მედია, მაგრამ განსხვავებული აზრი მაქვს, მაგალითად, მოსმენების თემაზე არსებულ კამპანიაზე. ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, შევქმენით სისტემა, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია ნებისმიერი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას სჭირდება. ეს არის განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც გვაქვს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ პროვაიდერებს გადაეცეთ ეს საშუალება. ისინი ვერ დახარჯავენ შესაბამის თანხას, რათა ტექნიკურად აღჭურვონ თავიანთი დაწესებულება და ვინც ვერ დახარჯავს, ბაზრიდან უნდა გავიდეს. 4-5 მსხვილი პროვაიდერი არაპროფილურიცაა და სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა არ შეიძლება გადაერთოს მათი მომსახურების ფორმატში. არ მომწონს, როცა ადამიანებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ისევ გვისმენენ, ისევ გვითვალთავლებენ. “ისევ” რას ნიშნავს – რაც იყო, იგივე სისტემა გვაქვს დღეს? ვფიქრობ, ეს არაობიექტურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები