„გარწმუნებთ, კოალიციას არავინ დატოვებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კოალიციიდან არავის გასვლას არ ელის და, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაც არ დაიშლება.
„მე არ ველოდები, რომ მოქმედ პარლამენტში უმრავლესობა შეიძლება დაიშალოს. რას იზამენ „რესპუბლიკელები“, ამას მე ვერ გეტყვით, ეს მათ მიმართ დასასმელი კითხვაა.
კარდინალურ მოძრაობებს არ უნდა ველოდოთ. ის, რომ პარტნიორ პარტიებს სამომავლო გეგემბში გარკვევა სურთ, ეს ნორმალურია. მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები პოლიტიკურ ძალებს შორის გაერთიანების მხარდამჭერი. გარწმუნებთ, კოალიციას არავინ დატოვებს. არავინ იბრძვის, გამიშვით კოალიციიდანო. პირიქით, ზოგიერთი ეუბნება, წადით, ცალკე იყარეთ კენჭიო და არავინ ამბობს, მივდივარ კოალიიდან და ცივილიზებულად დავშორდეთ ერთმანეთსო. მე მინდა ყველას მოვუწოდო, იდენტიფიკაციის გარეშე კარგად დაფიქრდნენ, როდესაც განცხადებებს აკეთებენ, როდესაც ითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე ზომიერი კონკურენციის და თანამშრომლობის დროს არის საჭირო, ეს შეიძლება არ დაკმაყოფილდეს და კოალიციურ თანამშრომლობას ზიანი მიაყენო“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები